აირები ახალშობილებში
მოდით დავიწყოთ ბოლოდან: რამდენად დამღლელი პროცესიც არ უნდა იყოს ეს, აირების დაგროვების პრობლემა თავისთავად მოგვარდება დროთა განმავლობაში, თანაც იმდენად მოკლე დღოში, რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს პროცესი მართლაც ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს ვაბშვზეც და მშობლებზეც. ძნელია მშვიდად უყურო ახალშობილს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოევლინა სამყაროს და მას შემდეგ შეუჩერებლად ტირის. აირების დაგროვების პრობლემა, უხშირესად, პიკს აღწევს 2 კვირის ასაკში და თავისით გაივლის 3 თვის შემდეგ. თუმცა ძალიან ხშირად ბავშვი იმდენად წუხს ამ პრობლემის გამო, რომ აუცილებელია პატარას დავეხმაროთ სხვადასხვა საშუალებებით.
რა არის აირები და რატომ ჩნდება ისინი?
ახალშობილთა ნაწლავებში აირების ჭარბად დაგროვების მიზეზი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ ეს მოვლენა ხშირია მსოფლიოს დასავლეთ ქვეყნებში და აწუხებთ ახალშობილებს განურჩევლად წარმომავლობისა, გენეტიკისა და კვების ტიპისა. მთავარი სიმპტომი ამ პრობლემისა არის უეცარი და ძლიერი შეტევითი ტკივილი მუცელში, რომელზეც ბავშვი რეაგირებს ხმამაღალი ტირილით, ამ დროს პატარებს ხელები მუჭებად აქვთ შეკრული და ფეხებს ხრიან მუცლისკენ. ყველაზე ხშირია ეს სიმპტომები დაბადების პირველ კვირებში.
ოფიციალურად მიჩნერულია, რომ აირებით გამოწვეული ტკივილის შეტევების ძირითადად ვითარდება საღამოობით და ძლიერი და განუწყვეტელი ტირილი შეიძლება გაგრძელდეს 3 საათამდე, სამი დღე კვირაში, მინიმუმ სამი კვირის ასაკამდე. ეს ტირილი განსხვავდება შიმშილით და დაღლილობით გამოწვეული ტირილისგან და დედები მას, როგორც წესი ადვილად ანსხვავებენ.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ დროს?
ხელში აიყვანეთ და ფრთხილად ამოძრავეთ ბავშვი – ამით თქვენ ხელს შეუწყობთ ნაწლავებიდან აირების გამოდევნას.
დაიწვინეთ ბავშვი მუცლით ხელზე და მეორე ხელით დააფიქსირეთ მისი ზურგი (ეს პოზა „ვეხვი ხეზე“ სახელით არის ცნობილი). ბავშვის ხელები და ფეხები უნდა იყოს თქვენი ხელის აქეთ-იქიდან. ამ პოზაში მისი კუნთები დუნდება და ეს ხელს უწყობს მისი მუცლის ღრუს გათავისუფლებას აირებისგან.
დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, მოუხარეთ პატარას ფეხები მუცლისკენ, მიიტანეთ მისი მუხლები მუცელთან და გაუშვით ხელი. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე – ამ პროცედურის დროსაც დუნდება მისი მუცლის ფარის კუნთები და ეს ხელს უწყობს ტკივილის გაქრობას.
გაახვიეთ ბავშვი პლედში მჭიდროდ – ხელების ჩათვლით – ეს პატარებს დაცულობის შეგრძნებას უჩენს და ხელს უწყობს მათ მოდუნებას, რასაც შედეგად ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ.
ძუძუთი კვება – ამ დროს ბავშვი დუნდება და ტკივილიც იკლებს, თუმცა ეს ყოველთვის არ ამართლებს- თუ ბავშვი ახალი ნაჭამია, კუჭის გადავსებამ ზედმეტი საკვებით შესაძლოა პირიქით- გაართულოს სიტუაცია.
გადაამოწმეთ თქვენი დიეტა – ნუ იშიმშილებთ, მიირთვით მრავალფეროვანი საკვები, მაგრამ გადაამოწმეთ თქვენი კვების რაციონი შემადგენლობაზე სპეციალისტთან.
თუ თქვენ რაიმე მიზეზით კვებავთ ბავშვს დედის რძის ხელოვნური შემცვლელებით, შეამოწმეთ პატარა ლაქტოზის აუტანლობაზე, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს ხელოვნური კვება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურასთან ერთად შეგიძლიათ სცადოთ მცენარეული შემადგენლობის სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად ახალშობილთა კოლიკის, ანუ აირების დაგროვებით გამოწვეულლი მუცლის ტკივილის შესამსუბუქებლად – თუმცა ასეთი საშუალების არჩევისას აუცილებლად (!) მიაქციეთ ყურადღება, რომ ის იყოს 100%-ით ნატურალური შემადგენლობის.